weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16:22 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, სოფელ ამღადან დაახლოებით 15 კილომეტრში, ტყეში ხანძარია. როგორც „რეგინფოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა, ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს მიიღეს და იმის გამო, რომ ცეცხლის კერა მიუვალ ადგილზეა, ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების მასშტაბი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფომაციით, ხანძარი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზეა გაჩენილი.

„ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]