weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აჭარაში კოვიდ-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

18:32 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ​კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანა.

სამინისტროს ცნობით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

კოვიდ-პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.

„დღეს დაფიქსირდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა. მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. იყო უეცარი სიკვდილის ფაქტი. საუბარი იყო მსუბუქ შემთხვევაზე, როდესაც პაციენტს გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მას გვიან საღამოს ესაუბრნენ ოჯახს წევრები და ასევე სხვა კოლეგები. ეს გახლდათ სავარაუდოდ თრომბოემბოლით გამოწვეული გართულებული შემთხვევა. ეს არის პირველადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ კლინიცისტებისგან მივიღეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 286 აჭარის რეგიონში გამოვლინდა.

თებერვლის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია კოვიდ-ინფიცირების 14 440 შემთხვევა. ინფიცირებულთა დაახლოებით 53% (7367 პაციენტი) უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 113 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]