weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:00 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 558 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 კოვიდ-პაციენტი, 4 კი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 397 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია: აჭარა – 226; იმერეთი – 232; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; ქვემო ქართლი – 20; შიდა ქართლი – 14; მცხეთა-მთიანეთი – 15; კახეთი – 13; სამცხე-ჯავახეთი – 8; გურია – 6.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8458 აქტიური შემთხვევაა, 70-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 16 285 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7827 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა – 128.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 ადამიანი, სტაციონარში – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში – 1388.

გუშინ საქართველოში COVID-19-ის 887 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 919.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს მუშაობა 22:00 საათიდან ეკრძალებათ. 19 ოქტომბრამდე აჭარაში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]