weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

აჭარაში COVID-19-ის ახალმა შემთხვევებმა იკლო, თბილისსა და 7 რეგიონში მოიმატა

12:09 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 hits 189

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელ მონაცემზე 71 შემთხვევით მეტია.

დღეს, 17 ოქტომბერს, ინფიცირების ყველაზე მეტი – 397 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. გუშინ დედაქალაქში კოვიდ-ინფექცია 277 ადამიანს დაუდასტურდა.

რეგიონებში არსებული მონაცემები ასეთია:

აჭარა – 226 ახალი შემთხვევა (გუშინ იყო 342)

იმერეთი – 232 (გუშინ იყო 198)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27 (გუშინ იყო 22)

ქვემო ქართლი – 20 (გუშინ იყო 3)

შიდა ქართლი – 14 (გუშინ იყო 12)

მცხეთა-მთიანეთი – 15 (გუშინ იყო 10)

კახეთი – 13 (გუშინ იყო 7)

სამცხე-ჯავახეთი – 8 (გუშინ იყო 2)

გურია – 6 (გუშინ იყო 11)

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 214 კოვიდ-ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა (ორი თბილისში და ორი ბათუმში).

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8458 აქტიური შემთხვევაა, 70-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]