weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს COVID-19 დაუდასტურდა

13:30 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივნის, დინა გასიევას განცხადებით, ბიბილოვს ინფექცია მსუბუქად გადააქვს და თავის მოვალეობებს დისტანციურად ასრულებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 88 წლის ქალი. ეს ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე შეზღუდვები მოხსნა, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი სულ 194 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსის გამო დახურულია ცხინვალის სამი სკოლა და სამი საბავშვო ბაღი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]