weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ვინ მიიჩნევა კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტად – პაატა იმნაძის განმარტება

18:32 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020 hits 366

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, ვინ მიიჩნევა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტად.

„ახლა ყველა თვლის, რომ ყველა ყველასთან კონტაქტია. ბევრი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კონტაქტი იყო და არავინ მიაკითხა.

კონტაქტი არის ავადმყოფთან 15 წუთი და მეტი, ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა, ნიღბის გარეშე. ეს ითვლება კონტაქტად. ვისაც არ ჰქონია 15 წუთი და მეტი ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა და ნიღაბიც ეკეთა, არ ითვლება კონტაქტად.

ნიღაბი უნდა გვეკეთოს და დისტანცია დავიცვათ, სულ ერთია, სად ვიქნებით - გინდა ქუჩაში ვიყოთ, გინდა მაღაზიაში, გინდა არჩევნებზე. ნიღაბი თუ გვექნება და დისტანციას დავიცავთ, კორონა არ გაქრება, მაგრამ პიკები არ გვექნება“, – აღნინა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფს ინფიცირებულებთან კონტაქტები შეადგენენ.

 

ამ თემაზე:

COVID-19-ის რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა დარეკოთ ექიმთან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]