weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დღეს მობილიზებულია 4300 საწოლი, რეალური რესურსი 6000-ზე მეტია – ცერცვაძე

22:03 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

„დღეს საქართველოში მობილიზებულია 4300 საწოლი, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი თავისუფალია და არავითარი პრობლემა არ არის იმის, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, იყოს ჰოსპიტალიზებული“, – განაცხადა კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

ცერცვაძის თქმით, პოტენციალის მხოლოდ ნაწილია გამოყენებული და რეალური რესურსი 6000 საწოლს აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს ქვეყანა პანდემიას უკეთესად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში, რადგან მაშინ ძალიან ცოტა შემთხვევების მართვა უფრო ადვილი იყო და თან, გაზაფხულზე ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდა.

„ახლა, ლოკდაუნის გარეშე და ყოველდღიურად ათასობით ახალი პაციენტის მართვა, ისე რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ეს არის უმაღლესი პოლიტაჟი. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ის, რაც იყო გაზაფხულზე. დამიჯერეთ, ახლა ეს ხორციელდება დიდი წარმატებით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, რიგი ფაქტორების გამო, როგორებიცაა მოსახლეობის განწყობები, ეკონომიკის ხელშეწყობა და საარჩევნო პერიოდი, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები იყოს მინიმალური და „ლოკდაუნი“ არ იქნეს შემოღებული. 

„ეს შეიცავს მეორე აუცილებლობას, რომ სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორმა აიღოს თავის თავზე მართვა მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფებს რაოდენობის ისე, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე ხარისხთან, არ გაუარესდეს პაცენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩველებელი.

მინდა დიდი კმაყოფილებით გითხრათ, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ერთი მილიონ მოსახლეობაზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომ შეზღუდვების გაძლიერების გარეშე შევნარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მდგომაეობა, ანუ სიკვდილიანობის მაჩენებელი იყოს ისეთი დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი, ფაქტობრივად, გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტრმა, თენგიზ ცერცვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]