weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

PCR ტესტის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეები კარანტინისგან გათავისუფლდებიან

17:05 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ ტესტის პასუხი არ ექნებათ კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს დღეებში შევა.

„საქართველოს მოქალაქეებს  შეეძლებათ, ქვეყანაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტებით სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, ანუ მათ შეეძლებათ შემოვიდნენ პისიარ-ლაბორატორიების უარყოფითი ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში.

მთავარია ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით.

თუ ვინმეს არ აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს აღნიშნული ტესტი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, გარკვეული გამონაკლისების გარდა, კარანტინის გავლა სავალდებულოა. აეროპორტიდან სასტუმროში მის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება რვადღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. PCR ტესტის საფასურს სახელმწიფო იხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]