weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

12:14 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 hits 255

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე ასაკის იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი. სხვადასხვა კლინიკებია, თუმცა მათ არ ჩამოგითვლით - არის ბათუმიც, არის ქუთაისიც, არის თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არიან ხანდაზმულები, მაგრამ ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი - 30 წლამდე. მიზეზს ახლა ვერ გეტყვით, რადგან ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. თბილისში დაფიქსირებულია 445 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]