weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 61 სამედიცინო პერსონალია

12:39 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.

„1351 ახალი შემთხვევიდან 1012 სიმპტომიანი ადამიანები არიან, შემდეგ მოდის კონტაქტები – 51, ასევე, 61-ია სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ხაზგასასმელია, რომ დღეს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უკვე PRC-ის დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. მოსახლეობას პირდაპირ უნდა მოვუწოდოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში, გვქონდეს კონტაქტი ოჯახის ექიმთან და 112- თან. თუ ისინი გვეტყვიან, რომ საჭიროა ტესტის გაკეთება (PCR თუ სწრაფი ტესტი), უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასრუველია იყოთ იზოლაციაში, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. თბილისში დაფიქსირებულია 445 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

 

ამ თემაზე:

COVID-19-ის გამო ახალციხის სასწრაფო დახმარების ცენტრმა მუშაობა შეაჩერა

ახალქალაქში COVID-19 სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს დაუდასტურდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]