weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბანკიდან გამოვიდა თავდამსხმელი, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა

22:17 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

სამართალდამცავებმა სავარაუდოდ დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის“ ფილიალზე და ოცამდე ადამიანი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაცია და თავდამსხმელთან მოლაპარაკებები 6 საათზე მეტი გაგრძელდა. 

სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ბანკის შენობიდან სავარაუდოდ სამართალდამცველებთან ერთად გამოდის მამაკაცი და ისინი პოლიციის ავტომანქანაში სხდებიან.

ამასთან, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ:

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ“, – წერს კვარაცხელია.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი დღის მეორე ნახევარში შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა ჯერ 19, შემდეგ კი 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვებოდა. მან გაახმოვანა თავდამსხმელის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებული იყო ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]