weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

როგორ ნაწილდება COVID-19-ის ახალი შემთხვევები თბილისსა და რეგიონებში

13:26 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ის 1595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

აჭარა – 389 ახალი შემთხვევა

იმერეთი – 335

ქვემო ქართლი – 77

შიდა ქართლი – 69

გურია – 53

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 42

კახეთი – 17

მცხეთა-მთიანეთი – 26

სამცხე-ჯავახეთი – 24

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

ბერდია სიჭინავას განცხადებით, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007. მათგან 3155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1584, აჭარაში 646.

„მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში 190, აჭარაში 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12“, – განაცხადა სიჭინავამ.

21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 1848 პირი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება (1144 – აჭარაში, 555 – თბილისში), 7164 პირი მკურნალობს ბინაზე,

საკარანტინო სივრცეში 4408 ადამიანი იმყოფება (თბილისში – 939, აჭარაში – 2 221). სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 ადამიანი, მათგან თბილისში 4097-ია, აჭარაში – 9 254, იმერეთში – 3 479.

ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9401 პირს. 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 178 გარდაცვალების შემთხვევაა დარეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]