weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში „საქართველოს ბანკის“ ინკასაცია დააყაჩაღეს

14:24 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან სამართალდამცველები იმყოფებიან და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბანკის ინკასატორების დაყაჩაღებას უკავშირდება.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოქალაქეები ამბობენ, რომ ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა, რის შემდეგაც მიიმალა. არხის ცნობითვე, ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]