weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გლდანის რაიონში მამაკაცი ავტომობილში მოკლეს

14:35 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020
ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ფოტო ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ფოტო

თბილისში, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, მკვლელმა კი გაქცევა მოასწრო.

მელიას თანახმად, შეიარაღებული იყო მოკლულიც.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]