weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავში კორონავირუსი საბავშვო ბაღისა და სკოლის 2 პედაგოგს დაუდასტურდა

09:41 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ადამიანიდან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი თელავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის პედაგოგია, ხოლო მეორე – წინანდლის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენის გამო, საბავშვო ბაღი 12 დღით დაიკეტება. მიმდინარეობს ინფიცირებულის ახლო კონტაქტების მოკვლევა და მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა.

პედაგოგის ინფიცირების გამო, წინანდლის სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები დღეიდან სწავლას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.

გუშინ, 25 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევიდან 42 კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. აქედან, თელავის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 15 ახალი შემთხვევა, გურჯაანში – 11, სიღნაღში – 5, ახმეტაში – 4, ლაგოდეხში –3, დედოფლისწყაროში – 2, ყვარელში – 2.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]