weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქვემო ქართლში უცხოელი ბიზნესმენის ოჯახის დაყაჩაღების საქმეზე ორი პირი დააკავეს

10:18 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელი ბიზნესმენის ოჯახის დაყაჩაღების საქმე გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის - პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის - ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს. შსს-ს ცნობით, ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]