weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი, 70 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

12:13 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი და საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ინფექცია 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, 70 წლის ქალი დაავადების დადგენიდან მეორე დღესვე გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადება - შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

19 ოქტომბერს ახალქალაქის სასწარაფო სამედიცინი დამხმარების 18 თანამშრომლიდან კორონავირუსი 13-ს ჰქონდა დადასტურებული. გუშინ ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. Jnews-ის თანახმად, ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა მუშაობს, მეორეს კი ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების სამსახური ცვლის.

ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა. მან პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე არ ისაუბრა.

„ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც ჩვენს ყველა სხვა მოქალაქეს, სჭირდებათ გაფრთხილება. ამას ეფუძნებოდა ჩვენი ის თხოვნები და მოწოდებები - დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომლის დაცვისკენაც უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, ვინაიდან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი არის მიუღებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინ 1928 ახალი შემთხვევა იყო. ამ ორი დღის განმავლობაში გარდაიცვალა 22 კოვიდ-პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]