weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

21:12 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020
„ოდიშინიუსის“ ფოტო „ოდიშინიუსის“ ფოტო

გენრალური პროკურატურის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

პროკურატურის თანახმად, იმ დროს, როდესაც სავარაუდო ძალადობას ჰქონდა ადგილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

„გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ოდიშინიუსის“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოქალაქეს რკინის ხელკეტით გაუსწორდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]