weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლაგოდეხში კორონავირუსით 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

21:22 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

ლაგოდეხში, „არქიმედეს კლინიკაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-სა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. 

„ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს, 28 ოქტომბერს, კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 1731 შემთხვევაა გამოვლენილი. 24 საათის განმავლობაში ინფექციით 15 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2197-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]