weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სიღნაღში, ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

11:26 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

გვიან ღამით აფეთქება მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში არსებული საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში, სადაც ბიბლიოთეკა, „ლიბერთი ბანკი“, სოფელში მერის წარმომადგენლის და „მაგთის“ ოფისებია განთავსებული. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია შესასვლელი კარი.

როგორც „რეგინფოს“ ნუკრიანში მერის წარმომადგენელმა, რევაზ კრაწაშვილმა უთხრა, დაახლოებით ღამის სამ საათზე უბნის ინსპექტორმა შეატყობინა, რომ შენობაში აფეთქება იყო. კრაწაშვილის თქმით, სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება. როგორც ის ამბობს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც შენობაში შესვლის და დათვალიერების შესაძლებლობა არ ჰქონია.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, აფეთქება შენობაში არსებული ბანკომატის გაძარცვის მიზნით მოაწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.

„სიღნაღთან, ნუკრიანში გამგეობის შენობა ააფეთქეს და შენობაში ჩამონტაჟებული ბანკომატი წაიღეს. ხელი გადაუსვით შს მინისტრს გომელაურს, სავარძელი დაუთბილეთ“, – დაწერა ელისაშვილმა.

ნუკრიანში მერის წარმომადგენლის თქმით, მისი ინფორმაციით, ბანკომატი შენობაშია, თუმცა ის საკუთარი თვალით ჯერ არ უნახავს.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]