weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მთავარი არხის ცნობით, ქუთაისში მანქანიდან მათი ვიდეოკამერა და ჩართვის აპარატი გაიტაცეს

17:05 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020
ირაკლი ვაჩიბერაძის ფოტო ირაკლი ვაჩიბერაძის ფოტო

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, იმერეთის ბიუროს თანამშრომლებს მანქანიდან ტექნიკა – ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი – გასტაცეს. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

არხის ცნობით, პოლიციამ ტექნიკა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვა, თუმცა ბოროტმოქმედები მიიმალნენ.

„საბედნიეროდ, ტელეკომპანია „მთავრის“ კუთვნილი აპარატურა, ვგულისხმობ ჩართვის აპარატს და კამერას, უკვე ნაპოვნია. პირდაპირი ჩართვის აპარატი ჩვენი ავტომობილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იპოვეს, რაც შეეხება კამერას ის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან შენიშნეს. ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესში ჩაერთვნენ კინოლოგები, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ იმ პრების იდენტიფიცირება, რომლებმაც ჩვენი ტექნიკა გაიტაცეს“, – ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.

მისივე თქმით, პოლიციას აპარატურა მათთვის ჯერ არ დაუბრუნებია, რადგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]