weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

გორში ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

11:56 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 hits 273

გორთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა – გარდაიცვალა მიკროავტობუსის კიდევ ერთი მგზავრი, რომელიც კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. მიკროავტობუსს, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გაჩერებული იყო. ადგილზე გარდაიცვალა 5 ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა.

მიკროავტობუსში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ისხდნენ. ისინი თბილისში გამართული აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ.

„შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი.

მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ამ თემაზე:

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]