weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პოლიციელებმა ჟურნალისტებს ყარაჯალას 38-ე უბანი დაატოვებინეს

19:11 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სამართალდამცავებმა ცესკოს მიერ აკრედიტებულ ჟურნალისტებს 38-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს და კენჭისყრის შენობაში აღარ უშვებენ. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, საუბნო კომისიიდან მიმართეს, რომ ჟურნალისტები კომისიის წევრებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში. ჟურნალისტები კენჭისყრის შენობიდან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა გააძევა. 

38-ე უბანზე ხმაური მას შემდეგ არის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საუბნო კომისიის ერთ-ერთ წევრი დაადანაშაულა, რომ ყველა ამომრჩეველს პასპორტს ართმევდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან არ იყო კომისიის რეგისტრატორი წევრი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, კომისიის აღნიშნული წევრი ამომრჩევლებს მითითებსაც აძლევს, რა ნომერი უნდა შემოხაზონ.

სამართალდამცავებმა კენჭისყრის შენობიდან მედიის წარმომადგენლები გაიყვანეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო ხმის მიცემის პროცესი.

პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, ჟურნალისტები სამმართველოში გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]