weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

არჩევნებზე აქტივობა 56.11% იყო, წინასწარი მონაცემები 5-7 საათში იქნება

22:44 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 hits 309

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (რაჭა ლეჩხუმი-სვანეთი), სადაც აქტივობამ შეადგინა 63.8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლის რეგიონშია – 51%.

„საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ დაიწყო კანონდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, კერძოდ, წილისწყრით გამოვლინდნენ ბიულეტენების მთვლელები, კომისიის წევრები თვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, ხდება გარკვეული დოკუმენტაციების დალუქვა ამის შემდეგ იწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კითხვაზე, როდის გამოქვეყნდება არჩევნების წინასწარი შედეგები, მიქელაძემ თქვა, რომ ბოლო წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ამას დაახლოებით 5-7 საათი დასჭირდება.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, 20:00 საათზე დასრულდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]