weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

12:42 კვირა, 01 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2413 ადამიანი, ხოლო 28 გარდაიცვალა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, თბილისში გარდაიცვალა 10 კოვიდ-ინფიცირებული, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1. 

დღეს გამოვლენილი 1791 შემთხვევა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისი - 532 შემთხვევა

აჭარა - 369

იმერეთი - 392

სამეგრელო და ზემო სვანეთი - 187

ქვემო ქართლი - 86

შიდა ქართლი - 62

კახეთი - 57 

სამცხე-ჯავახეთი - 56

გურია - 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21

მცხეთა-მთიანეთი - 0

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 503 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი.

2204 კოვიდ-ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8870 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3007 ადამიანი. სულ, 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია - 10 748 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისშია 3018, აჭარაში - 12 748, იმერეთში კი 3 927 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 40 727 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელებულია 25 104, ხოლო გარდაცვლილია - 335.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]