weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:42 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 650 – თბილისში ფიქსირდება.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 39, კახეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოში მკურნალობს 4253 ადამიანი. მძიმეა 589 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 281.

8984 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე, ხოლო 3080 საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი, ხოლო 20 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 28 633 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 362.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]