weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

13:45 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რესტორნებში გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობაა.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში 22:00 საათამდე მუშაობდა ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში, იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე. გარდა ამისა, მინდა რომ შევახსენო მოსახლეობას, დღეის მდგომარეობით, გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები. მათი წევრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ეს შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც.

ვიცე-პრემიერი მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, რადგან ეს არის ამ დროისთვის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე კარგი საშუალება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1833 პაციენტი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი – 650 ახალი შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი ვითარებაა: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 39, კახეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოში მკურნალობს 4253 ადამიანი. მძიმეა 589 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 281.

8984 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე, ხოლო 3080 საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 28 633 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 362.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]