weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში ავტოავარიას 14 წლის გოგონა ემსხვერპლა

23:39 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი და მოპედი, რომლითაც გოგონები გადაადგილდებოდნენ.

ავტოავარია დღეს საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში (ივლისში, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში 1437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 134 ადამიანი დაიღუპა, 2022 კი დაშავდა. ავარიების უმრავლესობის – 686 შემთხვევის მონაწილე მსუბუქი ავტომობილი იყო.

მესამე კვარტალში, კახეთში, 118 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]