weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში კორონავირუსით ოთხი პაციენტი, მათ შორის 39 წლის ქალი გარდაიცვალა

14:14 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 18 შემთხვევიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა შორის 39 და 55 წლის პაციენტებიც არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში 39 წლის ქალი 3 ნოემბერს შეიყვანეს და მისი დიაგნოზი იყო: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, ესენციური ჰიპერტენზია.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 55 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 9 ოქტომბრიდან მკურნალობდა. კორონავირუსის გარდა, პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ვენების ემბოლია და თრომბი, ასევე, შაქრიანი დიაბეტი. იყო ინსულინდამოკიდებული.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 89 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 30 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ასევე გადატანილი ჰქონდა ინსულტი. ამავე საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 84 წლის ქალს, კოვიდ-19-თან ერთად, ჰქონდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული. ის კლინიკაში 26 ოქტომბერს მოათავსეს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 620 აჭარაშია. ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში კრიტიკულად მძიმეა საავადმყოფოში მოთავსებული 98 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]