weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:15 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2927 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2470 პაციენტი, ხოლო 24 – გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1033 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 411

იმერეთი – 782

ქვემო ქართლი – 130

შიდა ქართლი – 74

გურია – 53

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 150

კახეთი – 133

მცხეთა-მთიანეთი – 79

სამცხე-ჯავახეთი – 59

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759.

645 კოვიდ-პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 393 იმყოფება: თბილისში – 236, აჭარაში – 111.

2879 ადამიანი კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 7454 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4403.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 45 042 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 499.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]