weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ცრემლსადენი გაზი არა, მაგრამ შესაძლებელია ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს – საბანაძე

13:08 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ დღეს, კიდევ ერთხელ, კატეგორიულად უარყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის დაშლის დროს ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტი. როგორც კახა საბანაძემ თქვა, შსს-ს ერთ-ერთი დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია, გამოიყენონ.

„ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. აქვე ავხსნი, რომ იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, განსხვავება დიდია. ეს არის აეროზოლი, სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით, შეიძლება გამოიყენონ“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცველებთან ახლოს იყვნენ, აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„არანაირ ძალადობის აქტს არ ვჩადიოდით, არც ერთი აქტივისტი და სპეცრაზმელმა, რომელთანაც დაახლოებით ერთმეტრიანი დისტანცია მქონდა, ხელი გადმოყო და რაღაც „სპრეი“, რომელსაც აქვს აეროზოლის ფორმა, შემოგვასხა პირდაპირ სახეში იქ მდგომ ადამიანებს. დამეწყო საშინელი წვა სახის კანის, თვალის. მაქვს ტრავმული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, მარცხენა თვალში მხედველობის 70%-ით დაკარგვა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ხოჭოლავამ.

ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]