weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს – იმნაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე

17:05 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ნოემბერის თვეში საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“.

დღევანდელ ბრიფინგზე იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - კორონავირუსის დროს, უნდა განიმარტოს თუ არა წყლის ჭავლის გამოყენების საფრთხეები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

„ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე. სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იგივე კითხვის პასუხად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ექიმები აპოლიტიკური ადამიანები არიან და ისინი პოლიტიკაში არ უდნა ჩართონ.

„ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ხომ არ ვმალავ, ეს შეკრებები როგორ მოქმედებს პანდემიაზე, ცუდად მოქმედებს.

პოლიტიკური პროცესი, პირდაპირ გეტყვით, ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც მოგვიანებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა. ცესკოსთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 19 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

ნოემბერში ხალხს ცივი წყლით წუწავენ და კოვიდზე გველაპარაკებიან – უდუმაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]