weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

11:47 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4878 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3181 კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 8099 კი ბინაზეა დატოვებული.

კორონავირუსით ინფიცირებული 632 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 308 იმყოფება, მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 66 561 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 49 811 პაციენტი, ხოლო 566 გარდაიცვალა.

 

ამ თემზე:

საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]