weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახეთში კორონავირუსის 940 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია 1822 მოქალაქე

15:48 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

11 ნოემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 940 აქტიური შემთხვევაა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს.

სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე კახეთში კორონავირუსის 1216 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: 

თელავი – 371

გურჯაანი – 288

ყვარელი – 136

საგარეჯო – 113

ლაგოდეხი – 112

დედოფლისწყარო – 77

სიღნაღი – 75

ახმეტა – 44

1216 ინფიცირებულიდან 268 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 – გარდაიცვალა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, 940 ინფიცირებულიდან 60 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 859 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 21 იმყოფება კოვიდ-სასტუმროში.

ამჟამად 3 საკარანტინე სივრცეში (სასტუმროში) იზოლირებულია 136 მოქალაქე, სახლებში თვითიზოლაციაში კი 1822 მოქალაქე იმყოფება.

კახეთში დღემდე ჩატარებულია 35 648 PCR ტესტირება. რეგიონში ფუნქციონირებს ორი კოვიდ კლინიკა („არქიმედეს“ კლინიკა ლაგოდეხი და თელავის რაიონული საავადმყოფო) და ორი კოვიდ-სასტუმრო („ტყუპების მარანი“ და „ჰოლიდეი ინნ“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]