weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა

22:30 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პაციენტს პერიოდულად მეთვალყურეობდა კლინიკის თანამშრომელი, რომელიც მისი ოჯახის წევრია.

„შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]