weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:24 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ხოლო 3342 გამოჯანმრთელდა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევიდან 1493 თბილისშია, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 513

აჭარა – 448

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287

ქვემო ქართლი – 190

შიდა ქართლი – 175

მცხეთა-მთიანეთი – 119

სამცხე-ჯავახეთი – 72

კახეთი – 98

გურია – 55

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

დღეს კორონავირუსის 16 981 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4957 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანილია 3413 ადამიანი, ხოლო ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულია – 8611.

მძიმეა საავადმყოფოებში მყოფი 633 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 357 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ, 12 ნოემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]