weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი დაიღუპა, 735 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

13:47 კვირა, 15 ნოემბერი 2020 hits 418

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან,

თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა,

აჭარა - 410

იმერეთი - 398

ქვემო ქართლი 198

შიდა ქართლი 153

გურია 60

სამეგრელო - ზემო სვანეთი 248

კახეთი 126

მცხეთა-მთიანეთი 41

სამცხე-ჯავახეთი 26

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

თბილისში გარდაიცვალა 18 ადამიანი, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, კახეთში - 1. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 703 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეშია 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში - 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში - 17 972, იმერეთში - 4 964.

9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდულია 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებებზე. ყველა ორგანიზაცია მუშაობს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. წესის დარღვევის შემთხვევაში პირი 2000 ლარით ჯარიმდება. მთელს ქვეყანაში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]