weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:28 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3230-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა 30-ით.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1249 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები კი ასეთია:

აჭარა – 516

იმერეთი – 477

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 212

შიდა ქართლი – 181

ქვემო ქართლი – 178

მცხეთა-მთიანეთი – 121

გურია – 82

კახეთი – 70

სამცხე-ჯავახეთი – 60

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 16 785 აქტიური შემთხვევაა. 5658 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1143. მძიმეა 787 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში იმყოფება – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27.

3315 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1565 – აჭარაში, 1248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7812 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი.

პანდმიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 82 835 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 65 291 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 733 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]