weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალი პორტალით მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის მოძიებას შეძლებენ – ტიკარაძე

16:00 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნა ახალი პორტალი, რომელიც ოჯახის ექიმის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. მინისტრის განმარტებით, თუ მოქალაქისთვის არ არის ცნობილი, რომელ პოლიკლინიკურ ერთეულზე ან ოჯახის ექიმზეა მიბმული, პორტალზე პირადი ნომრის მითითებით ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

„მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და მათ შეეძლებათ, გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან. ეს ყველაფერი შევიმუშავეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების და ასევე, მისი ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ჩვენი გეგმაა მომსახურების გაფართოვება, მივცეთ მას მეტი მოქნილობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს – უკვე იმ პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების გადაუდებელი მომსახურება, ექნებათ გაცილებით უფრო ნაკლები ლოდინის დრო და შესაბამისად, ამ კომპონენტშიც გავხდებით უფრო ეფექტურები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საინფორმაციო პორტალის მისამართია: ambulatoria.moh.gov.ge

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]