weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

21:05 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამ საკითხზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

გაბუნიას ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბავშვზე, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, თანხმლები დაავადებები ჰქონდა და კორონავირუსით გარდაიცვალა.  

„რა თქმა უნდა, ინფორმაცია გვაქვს და ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3230-ით გაიზარდა, 30 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]