weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისები განახლდა

10:43 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

ალვანიდან თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ავიარეისები განახლდა. სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენებს მოსახლეობის მოთხოვნის და ამინდის გათვალისწინებით, კვირაში ერთხელ შეასრულებს.

როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში ჩასაწერად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ქვემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს ტელეფონის ნომერზე: 591 01 01 92.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო ავიაციამ სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.

რეგულარული რეისების დანიშვნის შემდეგ, თუშეთში, ზამთრის პერიოდში 2-ჯერ მეტი მოსახლე რჩება. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას“, – აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თუშეთის გზაზე ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6-7 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]