weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსით 45 პაციენტი დაიღუპა, მძიმეა 740-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა

11:39 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილია 18 პაციენტი, აჭარასა და იმერეთში – 9-9, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 2, ხოლო კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში 1-1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 16 219 აქტიური შემთხვევაა. 5662 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1142.

მთავრობის ინფორმაციით, 740 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 332 პირია, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 3117 ადამიანი დაინფიცირდა, 3638 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 85 952 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 68 929 ინფიცირებული, ხოლო 778 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]