weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

11:10 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დღეს დილით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მას თანმხლებ დაავადებებთან ერთად კორონავირუსიც ჰქონდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ეპისკოპოსმა ცოტა ხნის წინ ოპერაციაც გადაიტანა.

ეპისკოპოსი ლაზარე 65 წლის იყო. ის ეპისკოპოსად 2014 წელს აკურთხეს. ამავე წელს დაინიშნა ახლადშექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად. 2017 წლის 2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად გადაიყვანეს.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3768 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 41 ინფიცირებული. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, თბილისში გარდაიცვალა 19 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3. პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 894 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 96 860-ია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]