weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 308

12:45 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცმებით, თბილისში 17 ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთში – 8, აჭარაში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 3851-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 948 აქტიური შემთხვევაა. 5976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 2709 პაციენტია, აჭარაში – 959, იმერეთში – 1 202. 849 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 308 ადამიანი: მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 37.

3445 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8527 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 100 684 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 81 783 ინფიცირებული, ხოლო 927 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]