weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.29% იყო

14:08 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 177 462 ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8.29%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა იყო იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში (ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი) – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი – საბურთალოს ოლქში – 6.2%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ გუდაურის ერთ-ერთ უბანზე, რომელიც უამინდობის გამო დილის 8 საათზე ვერ გაიხსნა, ამ დროისთვის კენჭისყრა მიმდინარეობს.

„აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურში სპეციალურად შექმნილ ერთ უბანს, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამ დრომდე არ არის გახსნილი შატილის საარჩევნო უბანი, სადაც 161 ამომრჩეველია. ცესკოს განმარტებით, უამინდობის გამო ვერტმფრენს საარჩევნო კომისიის წევრები ხევსურეთში ვერ გადაჰყავს.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია. მათ 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურება.

31 ოქტომბრის არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 19.41% იყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]