weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

17 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 20.74%-მა მისცა

18:31 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% (443 963 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების პირველი ტურის დროს, ამავე საათზე აქტივობამ 45.77% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში დაფიქსირდა – აქ არჩევნებზე 30 162 ამომრჩეველი მივიდა (პირველ ტურში მისული იყო 49 226).

ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, ნაძალადევის ოლქში გამოვლინდა, სადაც ამომრჩეველთა მხოლოდ 16%-მა მისცა ხმა (პირველ ტურში 42.9% იყო).

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია. საარჩევნო უბნები დაახლოებით საათნახევარში დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]