weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

საქართველოში COVID-19-ის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2157 თბილისშია

11:24 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020 hits 229

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3531 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევიდან 2157 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 417

იმერეთი – 537

ქვემო ქართლი – 190

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 159

კახეთი –140

შიდა ქართლი – 137

მცხეთა-მთიანეთი – 89

გურია – 78

სამცხე-ჯავახეთი – 40

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან თბილისის საავადმყოფოებში 2762 პაციენტია, აჭარაში – 1048, იმერეთში – 1226.

881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 406 ასეთი პაციენტი თბილისშია, 147 – აჭარაში და 201 – იმერეთში. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.

3736 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8525 ბინაზე სამკურნალოდაა დატოვებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]