weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ბახმაროს გზის დაკეტილ მონაკვეთებზე თვითნებურად გადადიან – გზების დეპარტამენტი

18:16 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020 hits 183

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 ნოემბრიდან აკრძალულია, თუმცა ამის მიუხედავად, დამსვენებლები გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადაადგილდებიან.

„გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დ მოუწოდებს დამსვენებლებსა და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდთოვლობის გამო ბახმაროში 300-ზე მეტი ადამიანი ჩარჩა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ ჩარჩენილია 50-მდე ავტომობილი (200-მდე ადამიანი). მისივე თქმით, წელიწადის ამ დროს ბსხმაროში მოუმზადებელი ავტომობილებით ასვლა კატეგორიულად აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]