weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

11:11 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3045 პაციენტი, ხოლო 39 გარდაიცვალა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 3128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1504, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 576

იმერეთი – 212

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 189

ქვემო ქართლი – 129

კახეთი – 116

მცხეთა-მთიანეთი – 105

შიდა ქართლი – 101

სამცხე-ჯავახეთი – 97

გურია – 87

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 526 აქტიური შემთხვევაა. 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2734, აჭარაში – 1036, იმერეთში – 1239.

932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 457 ასეთი პაციენტი თბილისში იმყოფება, 206 – იმერეთში, 154 – აჭარაში. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41.

3739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 111 818 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 92 215, ხოლო გარდაცვლილია – 1051.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]