weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3071 ადამიანს დაუდასტურდა

11:32 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 1314 თბილისშია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში გამოვლენილია COVID-19-ის 523 ახალი შემთხვევა, ხოლო სხვა რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 264

ქვემო ქართლი – 104

სამეგრელო - ზემო სვანეთი –232

კახეთი – 214

მცხეთა-მთიანეთი – 165

გურია – 106

სამცხე-ჯავახეთი – 84

შიდა ქართლი – 44

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევაა. 6145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2712, აჭარაში – 1010, იმერეთში – 1241.

ამ ეტაპზე 886 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში 405 იმყოფება, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 324 ადამიანი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

3723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8329 ბინაზე მკურნალობს. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 114 889 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 581 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1085 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 34 ინფიცირებული გარდაიცვალა, 3366 კი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]